Wednesday, June 13, 2012
,,POP''-სიტყვის მნიშვნელობა
პოპ მუსიკა – თანამედროვე მუსიკის ერთერთი ჟანრია, მისი სახელწოდება მოდის ინგლისური სიტყვიდან POPular და მას ხშირად უბრალოდ პოპით მოიხსენიებენ. პოპს, ემოციებს მოწყურებული მსმენელისთვის მიმზიდველი ხასიათი აქვს - საცეკვაო რიტმი, მელოდიურობა და სიმღერის განმეორებადი სტრუქტურა. ამ სიტყვის მიღმა, იგულისხმება მხოლოდ ის მუსიკა, რომელსაც მუსიკალურ ჰიტაღლუმებში განსაკუთრებული ადგილი უკავია.
პოპის კულტურული წარმომავლობა 1950-იანი წლებდან იწყება, როდესაც ამერიკაში გამოჩნდა ახალი მიმდინარეობა როკ-ენ-როლის სახელწოდებით. აქედან აღმოცენდა პოპ მუსიკა და განვითარება ჰპოვა დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
პოპ სიმღერის ტექსტი ხშირად ემოციურია და როგორც წესი, უკავშირდება სიყვარულის, გრძნობების ან ცეკვის თემებს. ამიტომ ის განსაკუთრებით თინეიჯერებს იპყრობს. პოპ მუსიკის გავლენა ახალგაზრდებზე ყოვლისმომცველია, იგი ცვლის მათი ცხოვრების წესს, ჩაცმულობას, ჩვეულ რიტმს, ბაძავენ შემსრულებლებს, გადმოაქვთ მათი ცხოვრების უმნიშვნელო მომენტები, ისინი პოპ მუსიკის “წესებით” ცხოვრებენ, იღებენ გადაწყვეტილებებს, პოპი მათ შთააგონებთ შექმნან ოცნებები, პოპი აზრს სძენს მათ ერთფეროვან ცხოვრებას, მუსიკა ეხმარებათ, გამოხატონ აზრები, რომლის თქმასაც ვერ ბედავენ… პოპი ჩარჩოებს სცდება და ქმნის ახალ ტენდენციებს, აჩვენებთ მათ გამოსავალს და ეხმარება ახალგაზრდებს გზის ძიებაში.
ჟანრობრივი წარმომავლობის გათვალისწინებით, პოპის განვითარებისას, მასზე გავლენას ახდენდა როკ ენ როლი, რიტმ ენ ბლუზი, საცეკვაო მუსიკა, ჯაზი, ჰიპ ჰოპი, აფრო-ამერიკული მუსიკა… პოპ-მუსიკის შემსრულებლები, თავიანთ სიმღერებში ევროპის შორეული აღმოსავლეთისა და ტრადიციული მუსიკის ელემენტებსაც ურევდნენ.
პოპისთვის დამახასიათებელი ინსტრუმენტებია: ელექტრო გიტარა, ბას გიტარა, დასარტყამები, დრამ მანქანა, კლავიშები, სინთეზატორი, ტარნტეიბლი. არის პოპ -ჯგუფები, რომლებიც ორკესტრის საკრავებსაც კი იყენებს – ვიოლინო, კლავიში, ჩელო…
პოპ მუსიკის ერთერთი მთავარი სპეციფიკა მისი ტექსტია, რომელიც სიყვარულის თემატიკითაა გაჯღენთილი და ემოციებით ტვირთავს მსმენელს… პოპი არაა დროში გაყინული მუსიკის ჯანრი, ის ეპოქასთან ერთად, მუდმივ ცვლილებებს განიცდის, რადგან მუსიკოსების ყოველი ახალი თაობა, განსხვავებულად რეაგირებს სამყაროზე და ახალ, გამჭვირვალე და ენერგიით სავსე ჰაერს ჩუქნის თაყვანისმცემელს.
იცვლება პოპ მუსიკა – იცვლებიან ადამიანები და მათი ოცნებები…
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment