Wednesday, June 13, 2012
პოპ მუსიკის მეფის გარდაცვალება
გულის მოულოდნელი გაჩერების შედეგად გარდაიცვალა პოპ-მუსიკის მეფე მაიკლ ჯექსონი. იგი სასწრაფო დახმარების მანქანით ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ კლინიკაში კომის მდგომარეობაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
50 წლის მომღერალი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ მდიდრულ უბანში, ჰოლბი-ჰილზის კვარტალში მდებარე ფეშენებელურ სახლში ცხოვრობდა. სწორედ აქ იგრძნო მან თავი ცუდად. გავრცელებული ინფორმაციით, პოპის მეფე ბოლო ხანს ხშირად ავადმყოფობდა, თუმცა 13 ივლისს დიდ ბრიტანეთში მასშტაბური საკონცერტო ტურნეს დაწყებას აპირებდა.
ჯექსონმა მუსიკალური კარიერა 11 წლის ასაკში დაიწყო. იგი რამდენიმე გრემის მფლობელი იყო და ყველაზე კომერციულ მომღერლად ითვლებოდა,მაიკლ ჯექსონი საყოველთაოდ აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პოპულარულ მუსიკოსად ისტორიაში.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment