Wednesday, June 13, 2012

POPვარსკვლავების ვიდეო რგოლები


 







10 ყველაზე გამორჩეული პოპ ვარსკვლავი


01 - Britney Spears
















02 - Christina Aguilera


























                                                          03 - Beyonce
































04 - Pink




                                                                                                                                           05 - Lady Gaga
                                                               
06 - Shakira


08 - Avril Lavigne



09 - Rihanna

10 - Katy Perry

პოპ მუსიკის მეფის გარდაცვალება


გულის მოულოდნელი გაჩერების შედეგად გარდაიცვალა პოპ-მუსიკის მეფე მაიკლ ჯექსონი. იგი სასწრაფო დახმარების მანქანით ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ კლინიკაში კომის მდგომარეობაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.


50 წლის მომღერალი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ მდიდრულ უბანში, ჰოლბი-ჰილზის კვარტალში მდებარე ფეშენებელურ სახლში ცხოვრობდა. სწორედ აქ იგრძნო მან თავი ცუდად. გავრცელებული ინფორმაციით, პოპის მეფე ბოლო ხანს ხშირად ავადმყოფობდა, თუმცა 13 ივლისს დიდ ბრიტანეთში მასშტაბური საკონცერტო ტურნეს დაწყებას აპირებდა.


ჯექსონმა მუსიკალური კარიერა 11 წლის ასაკში დაიწყო. იგი რამდენიმე გრემის მფლობელი იყო და ყველაზე კომერციულ მომღერლად ითვლებოდა,მაიკლ ჯექსონი საყოველთაოდ აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პოპულარულ მუსიკოსად ისტორიაში.

ქართული პოპ მუსიკა


პოპ მუსიკას საქართველოში  ბევრი მიმდევარი ჰყავს , გასული საუკუნის 90-იან წლებში წინა წლებთან შედარებით  იგი  უკვე აქტუალურია,  ხშირად იმართებოდა ქართველი პოპ მომღერლების სოლო კონცერტები და ახალი კლიპების პრეზენტაციები, ასევე ტარდებოდა დაჯილდოვების ცერემონიები .მსმენელებში და განსაკუთრებით თინეიჯერებში  ქართული პოპი  დიდ მოწონებას იმსახურებდა , იქმნებოდა  ფან კლუბები თინეიჯერების აქტიური მონაწილეობით.

რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას,  ქართული პოპი ჩაანაცვლა უცხოურმა  და ამიტომ დაკარგა მსმენელთა უმრავლესობაში პოპულარობა, აღარ  ტარდება  კონცერტები რადგან ნაკლებ შემოსავლიანია მომღერლებისთვის.


მიუხედავად ამისა,  ქართული საზოგადოება მაინც ცდილობს ამ ჟანრის და საერთოდ მუსიკის განვითარებას საქართველოში, რასაც მოწმობს NTV-ს და საქართველოს მთავრობას შორის მოლაპარაკებები.


,,POP''-სიტყვის მნიშვნელობა


 პოპ მუსიკა – თანამედროვე მუსიკის ერთერთი ჟანრია, მისი სახელწოდება მოდის ინგლისური სიტყვიდან POPular და მას ხშირად უბრალოდ პოპით მოიხსენიებენ.   პოპს, ემოციებს მოწყურებული მსმენელისთვის მიმზიდველი ხასიათი აქვს  -  საცეკვაო რიტმი,  მელოდიურობა და სიმღერის განმეორებადი სტრუქტურა.  ამ სიტყვის მიღმა, იგულისხმება მხოლოდ ის მუსიკა, რომელსაც მუსიკალურ ჰიტაღლუმებში განსაკუთრებული ადგილი უკავია.
    პოპის კულტურული წარმომავლობა 1950-იანი წლებდან იწყება, როდესაც ამერიკაში გამოჩნდა ახალი მიმდინარეობა როკ-ენ-როლის სახელწოდებით. აქედან აღმოცენდა პოპ მუსიკა და  განვითარება ჰპოვა დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
    პოპ სიმღერის ტექსტი ხშირად ემოციურია და როგორც წესი, უკავშირდება სიყვარულის, გრძნობების ან ცეკვის თემებს.  ამიტომ ის განსაკუთრებით თინეიჯერებს იპყრობს. პოპ მუსიკის გავლენა ახალგაზრდებზე ყოვლისმომცველია, იგი ცვლის მათი ცხოვრების წესს, ჩაცმულობას, ჩვეულ რიტმს, ბაძავენ შემსრულებლებს, გადმოაქვთ მათი ცხოვრების უმნიშვნელო მომენტები, ისინი პოპ მუსიკის “წესებით” ცხოვრებენ, იღებენ გადაწყვეტილებებს, პოპი მათ შთააგონებთ შექმნან ოცნებები, პოპი აზრს სძენს მათ ერთფეროვან ცხოვრებას, მუსიკა ეხმარებათ, გამოხატონ აზრები, რომლის თქმასაც ვერ ბედავენ… პოპი ჩარჩოებს სცდება და ქმნის ახალ ტენდენციებს, აჩვენებთ მათ გამოსავალს და ეხმარება ახალგაზრდებს გზის ძიებაში.
    ჟანრობრივი წარმომავლობის გათვალისწინებით, პოპის განვითარებისას, მასზე გავლენას ახდენდა  როკ ენ როლი, რიტმ ენ ბლუზი, საცეკვაო მუსიკა,  ჯაზი, ჰიპ ჰოპი, აფრო-ამერიკული მუსიკა… პოპ-მუსიკის შემსრულებლები, თავიანთ სიმღერებში ევროპის შორეული აღმოსავლეთისა და ტრადიციული მუსიკის ელემენტებსაც ურევდნენ.
პოპისთვის დამახასიათებელი ინსტრუმენტებია: ელექტრო გიტარა, ბას გიტარა, დასარტყამები, დრამ მანქანა, კლავიშები, სინთეზატორი, ტარნტეიბლი. არის პოპ -ჯგუფები, რომლებიც ორკესტრის საკრავებსაც კი იყენებს – ვიოლინო, კლავიში, ჩელო…
    პოპ მუსიკის ერთერთი მთავარი სპეციფიკა მისი ტექსტია, რომელიც სიყვარულის თემატიკითაა გაჯღენთილი და ემოციებით ტვირთავს მსმენელს… პოპი არაა დროში გაყინული მუსიკის ჯანრი, ის ეპოქასთან ერთად, მუდმივ ცვლილებებს განიცდის, რადგან მუსიკოსების ყოველი ახალი თაობა, განსხვავებულად რეაგირებს სამყაროზე და  ახალ, გამჭვირვალე და ენერგიით სავსე ჰაერს ჩუქნის თაყვანისმცემელს.
    იცვლება პოპ მუსიკა – იცვლებიან ადამიანები და მათი ოცნებები…

პოპ მუსიკის მნიშვნელოვანი მოვლენები 2011 წელს


არც ერთ პოპ კრებულს არ ჰქონია 2011 წელს ისეთი წარმატება , როგორც ბრიტანელი მომღერლის ადელის კომპაქტ დისკს  „21“. იანვარში გამოსული ადელის ეს ნამუშევარი შევიდა ყველა დროის ყველაზე გაყიდვად კრებულად ბრიტანეთში. წლის ბოლომდე კი მსოფლიოში 15 მილიონი ასლი გაიყიდა. ის ნომინირებულია გრემის 6 პრემიაზე საუკეთესო კრებულისა და  სიმღერის ჩათვლით. მიუხედავად იმისა , რომ მან ხორხზე ოპერაცია გაიკეთა, ადელი იმედოვნებს, რომ 12 თებერვალს დაგეგმილ გრემის ცერემონიალზე ის მაინც მიიღებს მონაწილეობას.


ადელის წყნარი ბალადებისგან განსხვავებით  ნიკი მინაჟი რადიკალურად  განსხვავებულ, ენერგიულ ჰიპ ჰოპს წარმოგვიდგენს. გასულ ნოემბერს  ნიუ იორკელი  რეპერი თავისი სადებიუტო ნაშრომით, „Pink Friday’’-ით წარსდგა მსმენელის წინაშე. კრებულმა წარმატება მოუტანა შემსრულებელს და რადიო ჰიტ პარადებში მოწინავე ადგილი დაიკავა.


ბილბორდის  წლის საუკეთესო ქალბატონის წოდება მომღერალმა ტეილორ სვიფტმა მიიღო.  13 დეკემბერს მას 22 წელი შეუსრულდა.  მთელი წლის განმავლობაში ის თავის მესამე კრებულს  “Speak Now”-ს რეკლამირებას უწევდა და კონცერტებით მოგზაურობდა. შუალედებში ის ქველმოქმედებით იყო დაკავებული  და დაახლოებით ერთი მილიონი დოლარი გადარიცხა სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციაში.


ზემოხსენებული სამი ქალბატონის წარმატებების ფონზე, მუსიკალურმა სამყარომ უნიჭიერესი მომღერალი დაკარგა. 27 წლის ასაკში გარდაიცვალა ემი ვაინჰაუსი. მომღერალი ალკოჰოლის ინტოქსიკაციის შედეგად თავის ლონდონის ბინაში 23 ივლისს გარდაიცვალა. მისი უკანასკნელი ნაშრომი კი, დუეტი ტონი ბენტთან “Body da Soul ” გახდა. სიმღერა ფართო აუდიტორიის წინაშე სექტემბრის თვეში გამოვიდა, ემი ვაინჰაუსის დაბადებიდან 28 წლის აღსანიშნავად. გაყიდვებიდან მოგება კი მისი სახელობის ფონდში გადაირიცხა, რომელიც მამამისმა დააარსა და გასაჭირში მყოფი ახლგაზრდების დახმარებას მოხმარდება.

პოპის სახეები


ბაროკო პოპი - ბაბელგამ პოპი - ქანთრი პოპი - მომავლის პოპი - პოპ როკი - პოპ პანკი - პოპ რეპი - პაუერ პოპი - სინთპოპი/ელექტროპოპი
ინდი პოპი - თინეიჯერული პოპი - ტრადიციული პოპი - პოპ მეტალი - სანშაინ პოპი



საცეკვაო პოპი

საცეკვაო პოპი, დენს-პოპი — ელექტრონული საცეკვაო მუსიკის ერთ-ერთი სტილია, რომელიც პოპ მუსიკის ქვეჟანრია. იგი დაახლოებით 1981 წელს, დისკოდან აღმოცენდა. საცეკვაო პოპი თავის თავში საცეკაო მუსიკის ელემენტებსა და პოპ სიმღერის სტრუქტურას აერთიენებს.





პოპ მუსიკის მნიშვნელობა


პოპ მუსიკა მუდმივად იცვლება.მუსიკოსერბის ყოველი მომდევნო თაობა ახლებურად რეაგირებს ცვალებად სამყაროზე.ყველაზე წარმატებული მუსიკოსები სხვადასხვა მუსიკის ელემენტების შერწყმით რაღაც ახალსა და ორიგინალურს ქმნიან.მისი პოპულარული სახეებია: ბლუზი,სოული, ჯაზი და ქანთრი. 
 ტერმინი "როკი"და'პოპი" სხვადასხვა მნიშვნელობისაა.სიტყვა'პოპი" მიღებულია პოპულარული მუსიკის შემოკლებით,მაგრამ ის როგორც წესი მხოლოდ იმ მუსიკას აღნიშნავს რომელიც ან ამჯამადაა მუსიკალურ ჰიტაგლუმებში ან წარსულში იყო.
 პოპი მხოლოდ მოსასმენი ან საცეკვაო მუსიკა როდია.ის ახალგაზრდობის ცხოვრების სტილსა და ტენდეციებს განსაზღვრავს და გამოხატავს.ეს მუსიკალური მიმდინარეობა გასული საუკუნის 50–იან წლებამდე არ არსებობდა.50–იანი წლების ამერიკიში კი გამოჩნდა ახალი მიმდინარეობა როკ–ენ–როლის სახელწოდებით.სწორედ აქედან უნდა ვეძებოთ შემდეგ აღმოცენებული როკ თუ პოპ მუსიკის ყველა სტილის ფესვები.
 პოპზე უდიდესი გავლენა მოახდინა აფრო–ამერიკულმა მუსიკამ.ზოგინ ჯგუფი ორკესტრრის საკრავებსაც კი იყენებდა,მაგალითად ვიოლინოებს.ამას გარდა პოპში ევროპის შორეული აღმოსავლეთისა და მსოფლიოს სხვა რეგიონების ტრადიციული მუსიკის ელემენტებიცაა ჩართული. 
 ბრიტანული პოპი–60–იანი წლების პირველ ნახევარში დაიწყო ე.წ "ბრიტანული შემოსევა" როცა ბევრამა ბრიტანულმა ჯგუფმა რომელტა შორის პირველი იყო "ბითლზი" დიდ წარმატებას მიაღწია ამერიკაში.მათი მუსიკა როკ–ენ–როლსა და ამერიკული პოპის სხვა მომდინარეობების გავლენას განიცდიდა.
 აფრიკული პოპ მუსიკა–ამ უკანასკნელ ათწლეულებიში აფრიკული პოპულარული მუსიკის ახალმა ფორმამ ტრადიციული აფრიკული მუსიკა დაჩრდილა.ახალი ჟანრების უმეტესობა დასავლეთის პოპ მუსიკასა და ტრადიციულ აფრიკულ მუსიკას აერტიანებს ერტად.ამ პოპულარულ ნიგერიული მუსიკის ჟანრს "ჯუჯუ" ეწოდება.
 პოპულარული ჟანრია ასევე განიდან და ნიგერიიდან წარმოშობილი ჰაილაიფი.

პოპ მუსიკის ისტორია

პოპ მუსიკა, რომელსაც ხშირად უბრალოდ პოპს უწოდებენ, არის თანამედროვე მუსიკა და პოპულარული მუსიკის (კლასიკური ან სერიოზული მუსიკისა და ხალხური მუსიკისგან განსხვავებით) ერთგვარი ტიპია. ეს ტერმინი კონკრეტულად ერთ ჟანრს ან ჟღერადობას არ გულისხმობს და მას სხვადასხვაგვარი მნიშვნელობა აქვს, დროისა და ადგილის მიხედვით. პოპულარული მუსიკის ფარგლებში, ტერმინს "პოპ მუსიკა" ხშირად განასხვავებენ სხვა ქვეჟანრებისგან ისეთი სტილისტური თავისებურებების მიხედვით, როგორიცაა საცეკვაო რიტმი ან ბითი, უბრალო მელოდიები და განმეორებადი სტრუქტურა. პოპ სიმღერის ტექსტი ხშირად ემოციურია და როგორც წესი, უკავშირდება სიყვარულის, გრძნობების ან ცეკვის თემებს.